ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული “ფორტ მაკქოი” კეიტ კონორის ახალი ნამუშევარია. ისტორია მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. 1944 წელს ფრენკ სტირნი (ერიკ სტოლტზი) ოჯახთან ერთად უისკონსინში გადადის, რათა ამერიკულ არმიასა და ფორტ მაკქოის ბანაკს პარიკმახერად ემსახუროს. გამწარებული იმით, რომ ბრძოლა არ შეუძლია, ფრენკი სხვა ფორმით უნდა აღუდგეს წინ ნაცისტ ოფიცერს, რომელიც მის მეუღლეს აშინებს. აღსანიშნავია, რომ მეუღლის როლს თავად კეიტ კონორი ასრულებს და ის რეალურად საკუთარ ბებიას განასახიერებს. კეიტის კათოლიკე დას (ლინდსი ფონსეკა) უყვარდება ებრაელი ჯარისკაცი (ენდი ჰირში), რომელიც ჯერ ვერ გამოსულა მდგომარეობიდან “მონტე-კასინოს” ბრძოლისა და საუკეთესო მეგობრის გარდაცვალების შემდეგ. წყვილს მეგობარი (კამრინ მენჰეიმი) ამხნევებს, თუმცა, იმავეს გაკეთება არ შეუძლია ადგილობრივ მღვდელს (სეიმორ კასელი). ფრენკის მეორე ქალიშვილი გერმანელ ტყვეს უმეგობრდება. ომი კი მაინც პოულობს თავის მსხვერპლს, თუნდაც ის ბრძოლის ველიდან ათასობით კილომეტრით იყოს დაშორებული…
“ფორტ მაკქოი” კალიფორნიაშია გადაღებული. ფილმმა უკვე მოიარა სხვადასხვა ფესტივალი. მისი ოფიციალური რელიზი ამერიკის შეერთებულ შტატებში წლის ბოლომდე იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები