Nike-მა, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ქუჩაზე ავტომატი დადგა, საიდანაც კომპანიის საფირმო ნაწარმის შეძენაა შესაძლებელი.
ავტომატიდან შესაძლებელია წინდების ან მაისურის შეძენა, მაგრამ ამისთვის მსურველს არც ნაღდი ფული და არც საკერდიტო ბარათი არ გამოადგება - ანაზღაურებად ავტომატი იღებს მხოლოდ ქულებს, რომლის გამომუშავება აპლიკაცია FuelBand-ით არის შესაძლებელი. ამ ქულებს აპლიკაციის მომხმარებელი იგივე დასახელების ფიტნეს-სამაჯურზე, გავლილი ნაბიჯების მიხედვით აგროვებს.
ავტომატის დადგმის შესახებ Nike -მა Twitter-ში დაწერა.
ყველაზე „იაფფასიანი“ ნივთი ავტომატში წინდებია და ის 500 ქულა ღირს. უფრო ძვირადღირებული აქსესუარების ფასი კი 1000 და მეტი ქულაა. ამოცანას ის ართულებს, რომ აპარატი მხოლოდ იმ ქულებს იღებს, რომლებიც სამაჯურის მფლობელმა იმ დღეს სიარულის შედეგად დააგროვა.
მასალის გამოყენების პირობები