"სვუპზე" კაზანტიპის ფესტივალზე დასასწრები ბილეთის შეძენა 250 ლარადააა შესაძლებელი. ირკვევა, რომ ბილეთის ღირებულება 400 ლარია და "სვუპზე" ის 250 ლარად იყიდება. როგორც ცნობილია, 20-30 აგვისტოს ანაკლიაში რესპუბლიკა კაზანტიპი დაიდებს ბინას, რაც თავის მხრივ ანაკლიაში გრანდიოზული ფესტივალის გამართვას ნიშნავს..
რესპუბლიკა კაზანტიპი - ეს არის 22-წლიანი მასშტაბური ინტერნაციონალური მულტიკულტურული პროექტი, რომელიც მოიცავს სპორტულ, კულტურულ და მუსიკალურ მოვლენებს. ყოველწლიურად რესპუბლიკას სტუმრობს 100 000-ზე მეტი ადამიანი მსოფლიოს 106 ქვეყნიდან. რესპუბლიკის კონსტიტუციაში წერია, რომ კაზანტიპს არა აქვს არც საზღვრები, არც ტერიტორიები; ის არის სახელმწიფო, რომელიც დროდადრო გადაადგილდება სივრცეში იქით, სადაც უკეთესია. წელს პროექტი ხორციელდება ანაკლიაში, შავი ზღვისპირეთის თვალწარმტაც კურორტზე, 20-30 აგვისტოს. პროექტში მონაწილეობს ასობით საუკეთესო რუსი და უცხოელი მსახიობი, მოცეკვავე, მუსიკოსი და დიჯეი.
წელს კაზანტიპზე წარმოდგენილი იქნება მრავალი მუსიკალური მიმდინარეობა, მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც მუდამ ახარებდა სულსა და გულს, ხორცშესხმულია პროექტში «Live on Mars», რომელშიც 20-დან 30 აგვისტომდე მონაწილეობას მიიღებენ ცოცხალი ელექტრონული სცენის ცნობილი რუსი და უცხოელი წარმომადგენლები:
DOLPHIN/ EIMIC / ONUKA / TERRY POISON / THE MANEKEN / TERRY POISON / THE MANEKEN/ BONAPARTE / SEKUOIA / PUR:PUR და სხვა.
წელს რესპუბლიკას კონცერტებით ეწვევიან თანამედროვე ელექტრონული სცენის არტისტები:
ABELLE / AME / ANDREY PUSHKAREV / ANJA SCHNEIDER / ARRAM MANTANA / AGRABA / ALEXEY ORLOV / ARSHANITSA / ASAGA / ATOMIC HOOLIGAN & JAY CUNNING / AUDIOFLY / BACHO / BERO / BILL PATRICK / BLONDISH / BVOICE & ANRILOV / CANCELLED / CAR / CASSY / CHASING KURT / CLAPTONE / COBERT / COSMIC COWBOYS / COSMONAUT / CROSS / DAN JAMKINSUN / DASHA REDKINA/ DEADBEAT & TIKIMAN / DEEKLINE / DEEPA & BIRI / DEWALTA / DIXON / DOP'Q / Dr. SPY.DER/ DZEN / E-ZOOM / EASY CHANGES / EATSTATIC / ECHONOMIST / EGO.R / ERIC / FONAREV / GABRIEL / GAVRILIUS / GIO SHENGELIA / GOLIKOV / GRAD / GREENBEAM & LEON / GUTI / GUY GERBER / GUY J / GUY MANTZUR / HECTOR / HELENA HAUFF / ISHOME / IVAN SMAGGHE / JAMIE JONES / JULIA GOVOR / JA.SHA / JCB / KARINA SAAKYAN / x / KINK / KOLFORD / KOLYA / KONRAD BLACK / KTO DJ? / KURMYSHEV / LADY WAKS / LARSSON / LASHA GURULI / LEEROY THORNHILL & MARTEN HORGER AKA SMASH HI-FI / LENA POPOVA / LESHA MIRONOV / LEU / LIST / MANDY / MARA TRAX / MARCUS WORGUL / MARTIN BUTTRICH / MARTINEZ BROTHERS / MAX GRABKE / MELODICA / MICHAEL DEMOS / MISS YOYO / MONKEY FISH /MIKE SHANNON / MOLLY / MONKEY SAFARI / MR.FINN / NEWA / NIKA J / NILS / NOIZAR / ORKIDEA / PASHA KOREEC / PETRE INSPIRESCU / PILL.ONE / PITICU / PLATO / PROTOCULTURE / QUEST / RANISHE NIYAAK / RARESH / RAYO / RHADOO / RHAUDER & DREHER / RICARDO VILLALOBOS / RICHY AHMED / ROBERT BABICZ / ROBERT DIETZ / ROBERT JAMES / RODRIGUEZ JR / ROKIT / ROMSTA / RON MORELLI / ROUSTAM / RUSS YALOP / SAHAR Z / SASHA PRANA / SEBO K / SERGEY SANCHEZ / SERGEY SAPUNOV / SETH TROXLER / SIKHA / SMASH TV / SONAR / SONJA MOONEAR / SUPERPITCHER / SVENGALISGHOST / TANYA TEILA / TEENAGE MUTANTS / THE MOLE / TIGERSKIN AKA DUB TAYLOR / TOBIE NEUMANN / TOMMA / TRAPEZNIKOV / TRIPMASTAZ / VODOODOLL / XOSAR / XP VOODOO / YAKY / YATE / YOUANDME / ZIP / ZOK ZOK / 4EU3 და მრავალი სხვა.
ყველა ეს სანახაობა აღჭურვილი იქნება სინათლითა და ბგერით და ღამღამობით ერთ მთლიან დიდ წვეულებად იქცევა, ხოლო დღისით იქმნება იდეალური გარემო დასვენებისა და აქტიური გართობისთვის.
რესპუბლიკა Z-ს აქვს თავისი კანონმდებლობა და კონსტიტუცია, რომელთა წესების დაცვაც აუცილებელია პროექტის ყველა მონაწილისთვის. მონაწილედ გახდომისთვის საჭიროა რესპუბლიკის ვიზის გაფორმება. ვიზასთან ერთად სტუმარი იღებს არა მარტო საშვს პროექტის ტერიტორიაზე შესასვლელად, არამედ ხდება კიდეც მისი უშუალო მონაწილე, რომელიც ჩაებმება თამაშის წესებში და გაიზიარებს პროექტის ფილოსოფიასა და იდეოლოგიას.
ყოველწლიურად რესპუბლიკის მოსახლეობა, რომელსაც დიდი ერი ეწოდება, ერთად იყრის თავს და აღნიშნავს ერა Z-ის ახალ სეზონს. რესპუბლიკა კაზანტიპი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც კონსტიტუციის მიხედვით, ყოველი დღე დაკანონებულია როგორც დღესასწაული.
კაზანტიპის ხალხის თავისუფლების მოყვარე სულის სიმბოლო არის ყვითელი ჩემოდანი. დადგენილი ნიმუშის ქრომის კუთხეებიანი ყვითელი ჩემოდანი განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ატრიბუტს წარმოადგენს და რესპუბლიკაში უვიზოდ შემოსვლის უფლებას იძლევა.
რესპუბლიკის "ვიZის" ღირებულება წელს 175-262 აშშ დოლარს შეადგენს.
თუმცა უკვე ცნობილია, რომ რესპუბლიკის მთავრობისა და პრეზიდენტის განკარგულებით ყველა უკრაინელ და ქართველ გოგონას ეძლევა უფასო ვიზა.
მასალის გამოყენების პირობები