დღეს მარტვილისა,ჩხოროწყუში საინფორმაციო ტურისტული ცენტრები გაიხსნება. ტურისტული ცენტრების ოფიციალურ გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია და საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა დაესწრებიან.ზუგდიდში,კი ტურისტული ცენტრი ხვალ,24 ივლისს 16 საათზე გაიხსნება.
როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, სამეგრელოს რეგიონში სულ ხუთი საინფორმაციო ტურისტული ცენტრი გაიხსნება, რომელიც სამეგრელოში ჩამოსულ ტურისტებს კოორდინაციას გაუწევს. ტურისტულ ცენტრებში ორ-ორი ადამიანი დასაქმდება. გიორგი სიგუას განცხადებით, სამეგრელოს რეგიონში და კონკრეტულად კი ზუგდიდში ერთი დიდი ტურისტული ცენტრი გაიხსნება, რომელიც მთლიანად რეგიონს მოემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები