"ნარკოტიკების პრობლემური მოხმარება-სახელმწიფო მიდგომები, სერვისები, ბარიერები და გამოწვევები“- ამ საკითხებზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მრგვალი მაგიდა მოეწყო.
რადიო „ათინათთან“ საუბარში ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონის“ ხელმძღვანელმა ნინო ჯანაშიამ განმარტა, რომ ჩატარებული კვლევები მკაფიოდ აჩვენებენ პრობლემურ ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენციას, რაც თავის მხრივ ნარკომანიის პრობლემასთან ბრძოლაში დამსჯელობითი პოლიტიკის არაეფექტურობას ადასტურებს.
საქართველოში ჩატარებული კვლევის მონაცემებით, პრობლემურ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა იზრდება. დღეს საქართველოში 45 ათასი პრობლემური ნარკომომხმარებელია.
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო რეფორმების აუცილებლობაზე, რადგანაც მიდგომა სამწუხაროდ უფრო დასჯაზეა ორიენტირებული ვიდრე მკურნალობაზე.
რადიო „ათინათთან“ საუბარში ნინო ჯანაშიამ განმარტა,რომ დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავდა იმ სახელმწიფო მიდგომების და ჯანდაცვის სერვისების მიმოხილვას, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია და რომელსაც აწყდება ჯანდაცვის სისტემა.
„ მკურნალობა დასჯის სანაცვლოდ, მკურნალობა , რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება და რომელიც მთავარია უნდა იყოს გრძელვადიანი და შედეგზე ორიენტირებული“- აცხადებს ნინო ჯანაშია.
მასალის გამოყენების პირობები