პოლ უოკერის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ, ვინ დიზელმა თქვა, “ფორსაჟი 7″-ის გადაღება ყველაზე დიდი სირთულე იქნება ჩემს კარიერაშიო. დღესაც, როცა ფილმი უკვე დასრულდა, მსახიობი იმავეს ფიქრობს:
ეს ჩემს კარიერაში ყველაზე რთული ფილმი იყო! მახსოვს, როცა ის ტრაგედია მოხდა, დედამ მითხრა, უსამართლობაა, მთელი მსოფლიოს წინაშე რომ გიწევს ამ ტკივილის ატანაო… ამაზე რთული კი იცით რა იყო? ყოველ წუთას, როცა გვერდით ვიხედებოდი, სადაც სკამზე პოლი უნდა მჯდარიყო და ვიაზრებდი, რომ ასე აღარასოდეს იქნებოდა…
47 წლის ვინი ამბობს, რომ მიუხედავად აუტანელი ტკივილისა, ამ ტრაგედიამ შემოქმედებითი ჯგუფი კიდევ უფრო შეკრა და დააახლოვა. შედეგად, საოცრად კარგი ფინალური სურათი გამოვიდა.
ძალიან უცნაური იყო. ეს ჩვენს გამოცდას ჰგავდა, რომელიც წარმატებით ჩავაბარეთ და რომლის შესანიშნავი შედეგიც ჩვენს ძმას მივუძღვენით. არის ამაში რაღაც ძალიან ამაღლებული და ლამაზი…
მსახიობი ვარაუდობს, რომ “ფორსაჟი 7″ საუკეთესო სურათად დასახელდება. გარდა ამისა, ვინ დიზელი აღიარებს, რომ “სამყაროს მცველებში” შესრულებული როლი ძალიან დაეხმარა მდგომარეობიდან გამოსვლასა და მომხდარი ტრაგედიის გადატანაში.
შეგახსენებთ, რომ “სამყაროს მცველები” კინოეკრანებზე 1-ელ აგვისტოს, “ფორსაჟი 7″ კი 2015 წლის 3 აპრილს გამოვა.
მასალის გამოყენების პირობები