Facebook-ით, თვეში თუნდაც ერთხელ, 1.32 მილიარდი ადამიანი სარგებლობს და ბოლო 3 თვეში სოციალური ქსელის აუდიტორია 40 მლნ მომხმარებლით გაიზარდა, -ნათქვამია Facebook-ის ოფიციალურ განცხადებაში.
აუდიტორიის ზრდის ტემპები იგივეა, რაც ბოლო რამდენიმე კვარტალში.
სოციალური ქსელის მობილური ვერსიით, თვეში 1.07 მლრდ ადამიანი სარგებლობს, რაც მესამედით მეტია, ვიდრე შარშან. ადამიანების რიცხვმა, რომელიც ყოველდღიურად სარგებლობს Facebook-ის მობილური აპლიკაციით კი ივნისში 654 მლნ ადამიანი შეადგინა და გამოვიდა, რომ აქტიური მობილური აუდიტორია 1 წელიწადში 41%-ით გაიზარდა. მთლიანობაში, სოციალური ქსელის აქტიური აუდიტორიის რაოდენობა წელიწადში 19%-ით, 829 მლნ მომხმარებლამდე გაიზარდა.
მობილური მიმართულება ძირითადია Facebook-ის ბიზნეს-მაჩვენებლებისთვის. 2014 წლის II კვარტალში, სოციალური ქსელის მთლიანი სარეკლამო შემოსავლის 62% ანუ $1.66 მლრდ, სწორედ მობილური რეკლამიდან იყო მიღებული.
მასალის გამოყენების პირობები