ინგრედიენტები:
პური ბატონი 1
კვერცხი 4
პამიდორი 3
ლორი 500 გ
რძე 150 გ
კარაქი
მარილი და პილპილი
მუსკატის კაკალი
ყველი 150 გ
პურის ნაჭრებს წავუსვათ კარაქის თხელი ფენა. ჩავალაგოთ ფორმაში ვერტიკალურად. პამიდორი დავჭრათ რგოლებად და ჩავალაგოთ პურებს შუა ლორის ფირფიტებთან ერთად.
რძე და კვერცხი ერთად ავთქვიფოთ, დავამატოთ მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი და დავასხათ პურს.
ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი. გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე, სანამ ომლეტი მომზადდება და ყველიც დაადნება.
მასალის გამოყენების პირობები