ვენეციის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსში სახელწოდებით „ჰორიზონტები“ ჩართული იქნება ქართველი კინორეჟისორის ნუცა ალექსი-მესხიშვილის ახალი მხატვრული ფილმი „კრედიტის ხაზი“.„ჰორიზონტებში“ სულ ოცი სურათი მონაწილეობს და მისთვის საგანგებო კომისია არჩევს ფილმებს, რომლებიც „გამოხატავს საერთაშორისო კინემატოგრაფის უახლეს ესთეტიკურსა და გამომსახველობით ტენდენციებს“. ამავე კონკურსისთვის შეირჩა ირანელი რეჟისორის მოჰსენ მახმალბაფის ნამუშევარი „პრეზიდენტი“, რომელიც საქართველოში, ქართველი მსახიობების მონაწილეობით არის გადაღებული. ფესტივალის მთავარი კონკურსისთვის შერჩეულ 12 ფილმს ორის არის იტალიელი აბელ ფერარას, გერმანელი ფატიჰ აკინის, მექსიკელი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს, რუსი ანდრეი კონჩალოვსკისა და სხვა ცნობილი რეჟისორების ნამუშევრები. ვენეციის კინოფორუმი 27 აგვისტოს გაიხსნება და 7 სექტემბრამდე გასტანს.
მასალის გამოყენების პირობები