ვენის მცხოვრებმა ღვინის დაყენების ახალი მეთოდი გამოიგონა. მან ღვინო ხმის ტალღების თანხლებით დააყენა. ამ მეთოდის მიხედვით, ღვინო უკვე დუღილის პერიოდში „მუსიკას უსმენს“ და ამით, როგორც გამომგონებელი ამტკიცებს, მისი ხარისხი უმჯობესდება.
გამომგონებლის განმარტებით, ფოლადის ავზში ბიოქიმიური პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ხმის ტალღების ზემოქმედებით სითხის ვიბრაციას იწვევს. ასეთი მეთოდით დამუშავებულ ღვინოში ნაკლები შაქარი რჩება და შედეგად ღვინო უფრო გემრიელი და სასარგებლოა. სხვადასხვა მუსიკა ღვინოს სხვადასხვანაირად აყენებს.
ავსტრიელმა მეღვინეებმა აღნიშნული მეთოდი უკვე გამოიყენეს.
მასალის გამოყენების პირობები