Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/antilia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/antilia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/antilia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/antilia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
10 ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიოში
მილიარდერების 10 ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიოში.   აღნიშნული რეიტინგი Forbes-მა შეადგინა. 1. Antilia (1 მლრდ დოლარი) მფლობელი: მუკეშ ამბანი (ქონება - $23, 9 მლრდ ) მდებარეობა: მუმბაი, ინდოეთი 56 წლის ბიზნესმენის 27 სართულიანი ცათამბრჯენის ფართობი 37 000 კვ.მ-ია. ცათამბრჯენს სახელი Antilia მითიური კუნძულის გამო დაერქვა. შენობას 6 მიწისქვეშა სართული აქვს ავტოპარკინგისთვის, ვერტმფრენის 3 დასაჯდომი მოედანი. გარდა ამისა, შენობაში მსახურობს 600 სპეციალისტი. 2. Villa Leopolda ($750 მლნ) მფლობელი: ლილი საფრა (ქონება: $ 1.3 მლრდ) მდებარეობა: საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპირო ბანკირ ედმონდ საფრას ქვრივს, ლილი საფრას ეკუთვნის მეორე ყველაზე ძვირადღირებული სასახლე მსოფლიოში. სასახლეს 81 000 კვ.მ ფართობი უჭირავს. არაოფიციალური ინფორმაციით, 2008 წელს სასახლის შეძენას ცდილობდა რუსი მილიარდერი მიხეილ პროხოროვი, თუმცა ამბობენ, რომ მან ბოლო მომენტში გადაიფიქრა. 3. Fair Field ($248,5 მლნ) მფლობელი: აირა რენე (ქონება - 6 მლრდ) მდებარეობა: საგაპონაკი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ შენობა ყველაზე ძვირადღირებულ უძრავ ქონებად ითვლება აშშ-ში, მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერმა ის საკუთარი ოჯახისთვის ააშენა და არასდროს უძებნია მდიდრული სასახლის მყიდველები. 4. One Hyde Park ($ 237 მლნ) მფლობელი: უცნობია მდებარეობა: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი იდუმალმა აღმოსავლეთევროპელმა ყველაზე მდიდრული აპარტამენტების კომპლექსი ლონდონში, უკრაინის კრიზისისა და რუსეთ-დასავლეთს შორის ახალი ”ცივი ომის” დროს შეიძინა. 5. Kensington Palace Gardens ($222 მლნ) მფლობელი: ლაქშმი მიტალი (ქონება - $16.6 მლრდ ) მდებარეობა: კენსინგტონის რაიონი, ლონდონი ინდოელმა მაგნატმა არაოფიციალური ინფორმაციით, 3 სასახლე იყიდა ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ქუჩაზე. 6. აპარტამენტი One Hyde Park-ში ( $221 მლნ) მფლობელი: რინატ ახმეტოვი (ქონება - $11.8 მლრდ) მდებარეობა: ლონდონი ზევით ნახსენებ One Hyde Park-ის კომპლექსში, ერთ-ერთი აპარტამენტი ეკუთვნის ყველაზე მდიდარ უკრაინელს რინატ ახმეტოვს. 7. Ellison Estate ( $ 200 მლნ) მფლობელი: ლარი ელისონი (ქონება - $ 51.4 მლრდ) მდებარეობა: ვუდსაიდი, კალიფორნიის შტატი, აშშ Oracle -ს დამფუძნებელი ალბათ,  მსოფლიოში ელიტური სახლების ყველაზე გულმხურვალე კოლექციონერია. სასახლე 10 ჰექტარზეა გაშენებული. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოწყობა 200 მლნ დოლარი დაჯდა, 2004 წელს საგადასახადო კომპანიამ მილიარდერის უძრავი ქონება მხოლოდ და მხოლოდ 73.2 მლნ დოლარად შეაფასა - ანუ იმაზე თითქმის სამჯერ ნაკლებად, ვიდრე მისი აშენება დაჯდა. 8. Kensington Palace Gardens ( $ 140 მლნ) მფლობელი: რომან აბრამოვიჩი (ქონება - $ 9.4 მლრდ ) მდებარეობა: კენსინგტონი, ლონდონი Chelsea-ს მფლობელს ელიტური საცხოვრებლების ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა მის უძრავ ქონებაში მარგალიტი ლონდონში მდებარე სახლია. ქალაქის ხელისუფლება აბრამოვიჩს დათანხმდა სახლის ნაწილობრივ რეკონსტრუქციაზე - აბრამოვიჩმა მიიღო უფლება მოაწყოს ჩოგბურთის კორტი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, სპა, ავტოტექნიკის მუზეუმი. 9. Blossom Estate ($ 130 მლნ) მფლობელი: კენ გრიფინი (ქონება - $5.2 მლრდ) მდებარეობა: პალმ-ბიჩი, ფლორიდა ჰეჯ-ფონდების ერთ-ერთი წარმატებული მმართველი ოკეანის სანაპიროზე 3 ჰექტარ მიწას ფლობს თავისი მდიდრული სასახლით. 10. კომპლექსი Xanadu 2.0 მფლობელი: ბილ გეითსი (ქონება - $ 77.5 მლრდ ) მდებარეობა: მედინა, ვაშინგტონის შტატი, აშშ Microsoft -ის დამფუძნებლის, ბილ გეითსის სახლი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით არის ”გაჯერებული”. ალბათ, ეს არცაა გასაკვირი. სახლში არსებულ აუზს გააჩნია წყალქვეშა მუსიკალური სისტემა, თითოეულ ოთახში შესაძლებელია ჰაერის ტემპერატურის, მუსიკის, განათების და ა.შ. კონტროლი. ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზს ინოვაციური გუმბათი აქვს, ხოლო ფიტნეს-დარბაზს 232 კვ.მ უჭირავს. გეითსის სახლს Xanadu 2.0 ჰქვია - ჩარლზ ფოსტერ კეინის პატივსაცემად ფილმიდან ”მოქალაქე კეინი”.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.