ინგრედიენტები:
ცომი:
დარბილებული კარაქი 100 გ
ფქვილი 200 გ
ცივი წყალი 50 მლ
შაქარი 50 გ
კრემი:
რძე 300 გ
კვერცხის გული 3
შაქარი 3 ს.კ
ვანილი
ფქვილი 1 ს.კ
სასურველი ხილი
ჟელე
ფქვილი და შაქარი ავურიოთ, დავამატოთ კარაქი და ავსრისოთ თითებით ან კომბაინში. დავამატოთ ცივი წყალი. კარგად ავურიოთ და მაცივარში გავაციოთ 1 საათი.
მოვამზადოთ კრემი. ქვაბში ჩავასხათ რძე, კვერცხის გულები, ფქვილი და შაქარი. კარგად გავხსნათ და მოვხარშოთ სანამ არ გასქელდება. შემდეგ კარგად გავაციოთ.
ხომი გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ 22-24 სმ დიამეტრის მრგვალ ფორმაში და ჩანგლით დავჩხვლიტოთ. გამოვაცხოთ 20-25 წუთი 200 გრადუსზე. გავაციოთ და ამოვიღოთ ფორმიდან.
ნამცხვარს წავუსვათ კრემი და ზემოდან დავალაგოთ დაჭრილი ან მთლიანი (ზომის მიხედვით) ხილი. სილამაზისთვის ზემოდან გადავასხათ სწრაფად მოსამზადებელი ჟელე. მომზადების ინსტრუქცია აწერია შეფუთვაზე.
მასალის გამოყენების პირობები