კომიქსების „ადამიანი-ჭიანჭველა“ ეკრანიზაციას უსიამოვნებები ისევ თან სდევს. როგორც TheHollywoodReporterიტყობინება, პროექტი სამმა მსახიობმა : პატრიკ უილსონმა, მეთ ჯერალდმა და ქევინ უაიზმანმა, ერთდროულად დატოვა.
სამივე შემთხვევაში მიზეზად გადასაღები გრაფიკის შეუთავსებლობა სახელდება. შეგახსენებთ, რომ ეკრანიზაციის წინსვლა შეჩერებულია რეჟისორის, ედგარ რაიტის, მიერ მისი მოულოდნელი დატოვების გამო.
სტუდია Marvel-მა მას შემცვლელი პეიტონ რიდის სახით მოუძებნა.
სურათში მონაწილეობას მიიღებენ ევანჯელინ ლილი, პოლ რადი, მაიკლ პენია, კორი სტოლი, მაიკლ დუგლასი და სხვა მსახიობები.
პრემიერა 2015 წლის 30 ივლისს არის დანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები