ფესტივალზე Comic-Con 2014 ტელეარხის HBO ხელმძღვანელობამ სერიალის „სამეფო კარის თამაშები“ სამსახიობო დასში დამატების შესახებ გამოაცხადა.
ალექსანდრ სიდიგი დორნის მმართველის – დორან მარტელის , პრინც ობერინის უფროსი ძმის როლს ითამაშებს. დორანი აღწერილია, როგორც გაწონასწორებული ადამიანი, მაგრამ მისი ხელქვეითები დარწმუნებულნი არ არიან, რომ ის მისი ძმის მხეცური მკვლელობის შემდეგ ამ მდგომარეობას შეინარჩუნებს.
ტობი სებასტიანი ტრისტან მარტელის, დორნის ტახტის მემკვიდრის როლზეა დამტკიცებული. ის სერსეისა და ჯეიმის ქალიშვილის, მირცელას, საქმროა.
ნელ ტაიგერ ფრი კი თავად მირცელა იქნება.
დობი ოპარეი დორან მარტელის დაცვის კაპიტანი იქნება, ხოლო ენზო სილენტი კი ეზან ზო კაგაზი გახდება, რომელიც იუნკაის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მონათმფლობელია.
ობერინ მარტელის რვა უკანონო შვილიდან, სამის – ქვიშის გველების – ობარა, ნიმერია და ტიენ სენდის როლებს შესაბამისად შეასრულებენ კეიშა კალს-ჰიუზი, ჯესიკა ჰენვიკი და როზაბელა ლაურენტი სელერსი. სამივე გოგონა იდეალურად ფლობს იარაღს და თავიანთი მამის ჭეშმარიტი შვილები არიან.
შვიდეულის ტაძრის უფროსის როლი კი ჯონათან პრაისს ერგო.
მასალის გამოყენების პირობები