კიტ ჰარინგტონი, აშკარად დარწმუნებულია, რომ მეორეჯერ ცდა ღირს. ამბობენ, რომ სერიალის „სამეფო კარის თამაშები“ ვარსკვლავმა თავის ყოფილ შეყვარებულთან , როუზ ლესლისთან , ურთიერთობა აღადგინა.
მსახიობებმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ გადაღებებზე გაიცნეს, მაგრამ გასულ წელს წყვილმა ურთიერთობა შეწყვიტა. პაპარაცებმა ისინი ლოს-ანჯელესის აეროპორტში შენიშნეს.ჰარინგტონი და ლესლი თავიანთ გრძნობებს არანაირად არ ავლენდნენ, მაგრამ ისინი აშკარად შეშფოთდნენ, როცა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. ჩანს, რომ მათი ურთიერთობის ახალი ეტაპი უკვე არც ისე შორსაა.
მასალის გამოყენების პირობები