უბედური შემთხვევა ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში - 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მდინარე ჯუმში დაიხრჩო.
გარდაცვლილის ცხედარი წყლიდან საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლება ამოიყვანეს. ის ზუგდიდის პროზექტურაში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
მომხდარის სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა. უბედურ შემთხვევას რამდენიმე ადამიანი შეესწრო. დაღუპული მამაკაცი სოფელ დარჩელში ნათესავებთან სტუმრად იყო ჩასული.
მასალის გამოყენების პირობები