Harpers Bazaar-ის ახალ ნომერში კამერონის ინტერვიუს წაკითხვა შეგეძლებათ. მანამ კი, სანამ ჟურნალის ბოლო გამოშვება ინტერნეტშიც გახდება ხელმისაწვდომი, ქვეყნდება მსახიობის რამდენიმე ფოტო, რომელიც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ, მიუხედავად ასაკისა, 42 წლის ვარსკვლავი ჯერ კიდევ შესაშურად გამოიყურება! ინტერვიუს ანონსში ვკითხულობთ, რომ კამერონი ისევ ოცნებობს ბავშვზე და სჯერა, რომ ყველაფერი წინაა და ცხოვრება ბევრ სურპრიზს უმზადებს.
ვიცი, რომ ადამიანი ბევრ რამეს კარგავს ასაკის მატებასთან ერთად, მაგრამ, სამაგიეროდ, რამდენი რამ გემატება!.. რატომ უნდა მინდოდეს 22 წლის გოგონად დარჩენა, როცა შემიძლია, რომ 62 წლის ქალი გავხდე? ჩემი აზრით, 62 22-ზე გაცილებით უფრო კარგი ასაკია. არანაირად არ მსურს უკან დაბრუნება და გაახალგაზრდავება. პირიქით, მინდა წინ და წინ წავიდე…
მასალის გამოყენების პირობები