საერთაშორისო სპორტულ-მუსიკალური ფესტივალის, "კაზანტიპის" პარალელურად ანაკლიაში ქვიშის ფეხბურთის მსოფლიო თასი ჩატარდება. "კაზანტიპის" სპორტული ნაწილის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.
ორგანიზატორების განცხადებით, ტურნირი 25 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასში მონაწილეობას "კაზანტიპის" ინტერნაციონალური გუნდი, საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის ნაკრები გუნდები მიიღებენ.
ტურნირი წრიული სისტემით ჩატარდება. გაიმართება ნახევარფინალური და ფინალური მატჩები. გამარჯვებული გუნდი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება, ხოლო საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.
მასალის გამოყენების პირობები