უმსხვილესმა ინტერნეტ-მაღაზიამ Amazon-მა სპეციალური განყოფილება გახსნა, სადაც 3D-პრინტერით ამობეჭდილი საქონელი განათავსა.
ახალი განყოფილებაში წარმოდგენილია რამდენიმე კატეგორიის საქონელი. იქ არის ინტერიერის საგნები, სათამაშოები და აქსესუარები. საიტზე დადებული საქონლის დიზაინი შესაძლებელია შეიცვალოს, მომხმარებლის შეხედულებების მიხედვით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს თოჯინა, რომელსაც კლიენტის სურვილის შემთხვევაში კონკრეტულ ადამიანს მიამსგავსებენ.
Amazon-ის დირექტორმა გაყიდვების დარგში, პეტრა შინდლერ-კარტერმა განაცხადა, რომ კომპანია დაინტერესებულია ამ მიმართულების განვითარებაში და ეძებს ახალ გზებს, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს მის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული საქონელი შეიქმნას.
Amazon-ი, ამ ახალი საქონლის გარდა, ასევე 3D-პრინტერებსაც ჰყიდის, მისი მუშაობისთვის საჭირო მასალებს და ასევე პროგრამულ უზრუნველყოფას ამოსაბეჭდი ნივთის მონახაზის შესაქმნელად.
3D-ბეჭდვის ტექნოლოგია სულ უფრო პოპულარული ხდება. მას უკვე აქტიურად იყენებენ მედიცინაში, სხვადასხვა სირთულის პროტეზების შესაქმნელად და კულინარიაში კერძების დასამზადებლად.
მასალის გამოყენების პირობები