ჰოლივუდის მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ გასულ კვირას სან-ტროპეში საქველმოქმედო აუქციონი გამართა, ახლა კი ესპანეთში იბიცაზე ისვენებს. 39 წლის მსახიობმა შეყვარებული, 22 წლის ტონი ჰარი მეგობრების გარემოცვაში დატოვა, თავად კი დიდი ხნის მეგობართან, 51 წლის მილიონერის ვლადისლავ დორონინის ვილაზე დასასვენებლად გაემგზავრა.
სანამ ზღვაში იახტით გასეირნების დრო მოვიდოდა, მეგობრები ვერანდაზე, პალმების ჩრდილში დასხდნენ და საუბრობდნენ. რუსმა ოლიგარქმა, ჰოლივუდელი მეგობრისგან განსხვავებით გემით გასეირნება თავის ახალ შეყვარებულთან, 27 წლის მოდელ ლუო ზილინთან ერთად გადაწყვიტა. კუნძულზე მათთან ერთად იმყოფებოდა ვლადისლავის ყოფილი შეყვარებული, მოდელი ნაომი კემბელი.
შეგახსენებთ, რომ ლეონარდო დიკაპრიოსა და ვლადისლავ დორონინს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ.ისინი ერთად ატარებენ საზაფხულო არდადაგებს, ასევე ხშირად სეირნობენ მსოფლიოს ცენტრალურ პარკებში და ჩოგბურთსაც ხშირად თამაშობენ.
მასალის გამოყენების პირობები