ინგრედიენტები:
მაგარი ყავა 150 მლ +60 მლ შოკოლადის სოუსისთვის
ნაღები 500 გ
თავდაპირველად მოამზადეთ ყავა. ჟელატინი დაალბეთ წყალში. ნაღები მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ შაქარი და ვანილი. გადმოიღეთ ცეცხლიდან და დაამატეთ გადაწურული ჟელატინი, კარგად გახსენით, შემდეგ დაამატეთ ყავა. მიღებული ნარევი გაატარეთ საწურში და გაანაწილეთ ფორმებში. შედგით მაცივარში რამოდენიმე საათით, გამაგრებამდე.
შოკოლადი გაადნეთ, დაამატეთ ყავა, კარგად შეურიეთ, რომ მიიღოთ ბლანტი მასა, მაგრამ არა ძალიან თხელი.
მზა პანა კოტა ამოიღეთ ფორმებიდან. ადვილად რომ ამოვიდეს, რამდენიმე წამით ფორმის ძირი ცხელ წყალში ჩადეთ. ზემოდან მოასხით შოკოლადის სოუსი და გემრიელად მიირთვით.
მასალის გამოყენების პირობები