ჟურნალმა Hello Magazine ყველაზე ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცები გამოავლინა. რეიტინგის პირველი ადგილი დევიდ ბექჰემს ხვდა წილად, გამოკითხულთა აზრით კი მეორე საპატიო ადგილი ჯასტინ ტიმბერლეიკს ეკუთვნის, სამეულს კი ჯორჯ კლუნი ხურავს. საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება: 4. პრინცი ჰარი; 5. სპენსერ მეთიუ; 6. ბრედლი კუპერი; 7. კრიშტიანუ რონალდუ; 8. ელიოტ რაიტი; 9. გარი ბარლოუ; 10. კელვინ ჰარისი. შეგახსენებთ, რომ მსგავსი რეიტინგები ხშირად დგება ამა თუ იმ გამოცემების მხრიდან, მაგალითად 2014 წლის ივნისში, Harper's Bazaar-მა ყველაზე მოდურ ქალბატონად მიშელ ობამა დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები