„სექსი დიდ ქალაქში“ მთელი ექვსი სეზონი ახარებდა მაყურებელს საინტერესო სიუჟეტით, ნიჭიერი მსახიობებითა და მრავალი მოდური მარკით. ფრანგმა ხელოვანმა პიერ ბატემ დაითვალა, რამდენჯერ გაჟღერებულა სერიალში სხვადასხვა ბრენდების დასახელება. აღმოჩნდა, რომ მთავარი გმირის საყვარელი ფეხსაცმელები Manolo Blahnik-ს ეკუთვნის, ხოლო ყველაზე ხშირად შოუში ჟურნალ Vogue-ზე საუბრობენ.
Vogue „სექსი დიდ ქალაქში“ 36-ჯერ არის მოხსენიებული. კერი ბრედშოუ ამ ჟურნალში სამუშაოდაც კი მოეწყო. ასევე, მთავარ გმირებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს სპორტული ნაკრები Yankees (26-ჯერ) და Knicks (25-ჯერ). რეიტინგში მათ შემდეგ მოდის გაზეთი New York Times (24-ჯერ), ხოლო Manolo Blahnik მხოლოდ 16 – ჯერ გაახსენდათ მთელი სერიალის განმავლობაში, მაგრამ ეს მეტია Dolce & Gabbana-ს (15-ჯერ) , Prada -ს (14-ჯერ), Chanel-სა (13-ჯერ) და Gucci-ის (12-ჯერ) მოხსენიებათა რაოდენობაზე. ასევე საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა საკანცელარიო ნივთების ბრენდი Post-it. იგი სერიალში 14-ჯერ არის ნახსენები.
მასალის გამოყენების პირობები