1500 გამოკითხული ადამიანიდან 63 პროცენტს თავიანთი "ფეისბუქ"-მეგობრების შურს. სხვა გამოკითხვა, რომელიც 1000 კაცზე ჩატარდა, იუწყება, რომ 82 პროცენტი საკუთარ ფოტოებს გამოქვეყნებამდე ფოტოშოპში ამუშავებს. აქედან 57-მა პროცენტმა განაცხადა, რომ სირცხვილის გრძნობა ეუფლებათ, როდესაც მათ დაუმუშავებელ ფოტოებს
მეგობრები და ოჯახის წევრები პოსტავენ. მთავარი მიზეზები, რის გამოც გამოკითხულებს დისკომფორტი ექმნებოდათ, არის: ”მსუქნად გამოვიყურები”, ”ღაბაბი მიჩანს”, ”ცელულიტი მეტყობა” და ა.შ.
გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ "ფეისბუქის" მომხმარებლები საკუთარ სხეულს მეგობრების სხეულებს ადარებენ. სხვების ფოტოების თვალიერებას დიდ დროს უთმობენ და ცდილობენ, თავად უკეთესი ფოტოები გამოაქვეყნონ.
მასალის გამოყენების პირობები