დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ხეივანში „ამერიკული საზაფხულო სკოლის“ მოსწავლეებმა ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყვეს. „არტთერაპია“ , ასე ეწოდა ღონისძიებას, რომელიც აშშ-ის საელჩოს მიერ განახორციელებული პროექტის, „ახალი თაობა ირჩევს“ , ფარგლებში გაიმართა.
ამერიკული კუთხის კოორდინატორის სოფო კვარაცხელიას სიტყვებით, მოზარდებმა ტრენინგების მეშვეობით სხვადასხვა ნაკეთობებზე მუშაობა, ჭრა -კერვა და აქსესუარების დამზადება შეისწავლეს.
გამოფენა კონცერტით დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები