Apple-ი, თავისი ახალი სმარტფონის, iPhone 6-ის პრეზენტაციას 16 სექტემბერს გეგმავს, ხოლო გაყიდვების დაწყებას 14 ოქტომბრიდან, -წერს ინტერნეტ-რესურსი MacRumors-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით.
ამ წყაროს ცნობით, გაყიდვების დაწყების თარიღი ცნობილი გახდა ქსელი Apple Store-ის წარმომადგენლების შეხვედრაზე, სადაც ერთ-ერთმა სპიკერმა განაცხადა, რომ 14 ოქტომბერი Apple-თვის მნიშვნელოვანი დღეა და საერთოდ ოქტომბერი კომპანიისთვის დაძაბული თვე იქნება.
ეს ინფორმაცია ადრე გამოქვეყნებულ პროგნოზს ემთხვევა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ 14 ოქტომბერი ორშაბათია და თუ მართლაც ამ დღეს დაიწყო გაყიდვები, გამოდის, რომ Apple უარს ამბობს საკუთარ ტრადიციაზე, ახალი ტელეფონების გაყიდვების პარასკევობით დაწყების თაობაზე.
მასალის გამოყენების პირობები