მსახიობი ევა გრინი მოლაპარაკებებს აწარმოებს ტიმ ბერტონის ახალ ფილმში ”უცნაური ბავშვების სახლი” მონაწიელობის მისაღებად. უკვე დადგენილია ფილმის პრემიერის თარიღი და ის 2015 წლის 31 ივლისს გაიმართება. როგორც The Hollywood Reporter იტყობინება, ფილმი რენსომ რიგზას რომანზე ”მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის” იქნება დაფუძნებული. რაც შეეხება ევას, მას ბავშვების მომვლელის განსახიერება მოუწევს. სხვა როლების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები