ვინ მართავს ახლა მსოფლიოს? სვამს ფორბსის ჟურნალისტი კითხვას და იქვე პასუხსაც სცემს. "გასართობი ინდუსტიისათვის პასუხი ცალსახაა-ბიონსე ნოულზი." ფორბსმა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანების 2014 წლის რეიტინგი შეადგინა.
მომღერალი „ფორბსის“ მიერ შედგენილი გავლენიანი ცნობილების სიის სათავეშია, 2014 მისთვის წარმოუდგენლად წარმატებული წელი აღმოჩნდა თავის საკონცერტო ტურნეებით.
R&B დივამ 95 შოუში მიიღო მონაწილეობა, საშუალო ჰონორარი ერთ გამოსვლაში, როგორც კომპანია Pollstar-ის ანალიტიკოსები ამბობენ, 2,4 მლნ დოლარია.
ამასთან, ბიონსემ ნამდვილი ბიზნესიმპერია ააწყო. ის მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს H&M-ისა და პეპსის კამპანიებში, გამოუშვა ასევე სუნამოების საკუთარი ხაზი და დაკავებულია ბრენდ House of Dereon ტანსაცმლის წარმოებით.
„ფორბსი“ რეიტინგებს ყველაზე მაღალანაზღაურებად და პოპულარულ კინო, ტელევიზიის, შოუ-ბიზნესის, სპორტის, ლიტერატურის და სამოდელო ბიზნესის 100 წარმომადგენელს შორის ადგენს.
რეიტინგში ბიონსეს ლებრონ ჯეიმსი და Dr. Dree მოსდევს.
მასალის გამოყენების პირობები