დღეს, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს საჯარო მოხელეთა სატელეფონო სასაუბრო და საწვავის ლიმიტის ზედა ზღვარი დაამტკიცეს. საკრებულოს სხდომაზე იურიდიული, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვის და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სარიამ განმარტა, რომ დამტკიცებული ლიმიტი წარმოადგენს ზედა ზღავრს და მისი სრულიად გახარჯვა, აუცილებლობის შემთხვევის გარდა, მიზანშეწონილი არ არის.
საკრებულოს საჯარო მოხელეებისთვის საწვავის ხარჯვის ყოველთვიური ლიმიტი ასე გამოიყურება: საკრებულოს თავმჯდომარე - 700 ლიტრი, თავმჯდომარის მოადგილე - 400 ლიტრი, საკრებულოს კომისიები - 750 ლიტრი, ფრაქციები - 600 ლიტრი, საკრებულოს აპარატი - 630 ლიტრი, საკრებულოს წევრებისთვის - 16- ლიტრი.
სატელეფონო სასაუბრო ყოველთვიური ლიმიტი კი ასე გადანაწილდა: საკრებულოს თავმჯდომარე - 100 - ლარი, თავმჯდომარის მოადგილე - 80 ლარი, კომისიის თავმჯდომარე - 250 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარე - 120 ლარი, საკრებულოს აპარატი - 600 ლარი. „ამაზე შეიძლება დავა, თუმცა რაც მთავარია ,ეს იქნება უფრო მოქნილი და საჭიროების შემთხვევაში არ მოგვიწევს ცვლილებების შეტანა დებულებებში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ წარმოდგენილი ლიმიტი, მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, არ იქნება აუცილებლად შესასრულებელი“, - თქვა ნუგზარ სარიამ.
წარმოდგენილ ლიმიტს , „ნაციონალური მოძრაობის“დეპუტატმა ანი წითლიძემაც დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ლიმიტი საჯარო მოხელეების ნორმალურად მუშაობისთვის აუცილებელია.
მასალის გამოყენების პირობები