დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომაზე ქალაქ ზუგდიდის მერიის და საკრებულოს საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგო (ხელფასები) დაამტკიცა: საკრებულოს თავმჯდომარე და მერი - 2 750 ლარი; საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - 2 150 ლარი; მერის მოადგილე - 2 050 ლარი; მერიის სამსახურის უფროსი - 1 490 ლარი; აპარატის უფროსი - 1 490 - ლარი; განყოფილების უფროსების (შტატი - 3 ) – 800 ლარი(სულ 2400 - ლარი); საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე (შტატი - 2) – 800 ლარი (სულ 1 600 ლარი ); მთავარი სპეციალისტი (შტატი -6) – 580 ლარი (სულ 3 480 ლარი); წამყვანი სპეციალიტი (შტატი - 5) – 550 ლარი (სულ 2 750 ლარი); უფროსი სპეციალისტი (შტატი -2) – 520 ლარი(სულ 1 040 ლარი ); სპეციალისტი (შტატი - 2) – 500 ლარი (სულ 1000- ლარი).
საკრებულოს საჯარო მოხელეთა თანამდებობის სარგოს დამტკიცებას, წარმოდგენილი დეპუტატების, სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმაც. რაც შეეხება მერიის სამსახურის უფროსების თანამდებობრივ სარგოს, რომელიც 1 490 ლარს შეადგენს და განყოფილების უფროსის ხელფასთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტს შეადგენ, საკრებულოს წევრების მხრიდან შენიშვნები მოჰყვა. საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია დეპუტატების ნაწილის შენიშვნას დაეთანხმა და შესაბამისი კომისიის თავმჯდომარეს, მერიისთვის სარეკომენდაციო წერილის მომზადება დაავალა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკრებულომ 12 ხმით 1- ის წინააღმდეგ მერიის სამსახურის უფროსების ხელფასები დაამტკიცა.
მასალის გამოყენების პირობები