ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე მერიის სამსახურის დებულებები და უფროსები დაამტკიცა:
მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი - იდა ქვარაია; შიდა აუდიტისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - მადონა სახოკია; კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - ზამირა ღადუა; სამხედრო აღიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი - ოთარ შამუგია; ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი - ჯიმშერ შეროზია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის უფროსი თამარ სოსელიაა; სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი - ეკატერინე თოდუა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი - თამაზ უბილავაა, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის - ნესტან აქირთავა.
მასალის გამოყენების პირობები