ფილმში მონაწილეობას შემდეგი მსახიობებიც მიიღებენ: ქრისტოფერ უოლკენი მაიმუნების მეფე ლუის განასახიერებს, ჯიანკარლო ესპოსიტო მგელი აკილა იქნება, ბენ კინგსლი და ლუპიტა ნიონგო კი, შესაბამისად, ბაგირასა და რაკშას გაახმოვანებენ. ახალ სურათში სკარლეტ იოჰანსონიც მოგვევლინება გველი კაას როლში, იდრის ელბა კი ამჯერად შერ-ხანის პერსონაჟს მოირგებს.
“ჯუნგლების წიგნი” რეალური და ანიმაციური კადრებითა და პერსონაჟებით შეიქმნება. ჯასტინ მარკსის სცენარის რეჟისორი ჯონ ფავროა.
სულ რამდენიმე საათის წინ, ბილ მურეის ახალი როლის გამოცხადებასთან ერთად, ოფიციალურად დაანონსდა ფილმის გამოშვების თარიღიც – კიპლინგის ნაწარმოებზე დაფუძნებული “ჯუნგლების წიგნი” მსოფლიოს კინოეკრანებზე 2015 წლის 9 ოქტომბერს გამოვა.
მასალის გამოყენების პირობები