ლორდი “შიმშილის თამაშების” მესამე ნაწილისათვის საუნდტრეკს ჩაწერს. თინეიჯერმა ვარსკვლავმა ამის შესახებ საკუთარ Tumblr-ზე დაწერა:
ასეთ პროექტში მონაწილეობის მიღება ჩემთვის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა! ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მსოფლიოში მიმდინარე დადებით ცვლილებებზეც მეტყველებს – როცა გლობალურად წარმატებული ფილმი ერთ ჩვეულებრივ თინეიჯერს (ანუ მე) აძლევს უფლებას, თავისი რაღაც ნამღერით გააფორმოს სურათი, ნიშნავს, რომ ბევრი კარი იხსნება და გამყოფი კედლები ინგრევა… ეს ფაქტი მე სიგიჟემდე მაბედნიერებს!
შეგახსენებთ, რომ ლორდმა უკვე ჩაწერა საუნდტრეკი “შიმშილის თამაშების” წინა ნაწილისთვის (“ცეცხლის ალში”). სანამ ახალ ნამუშევარს მოვისმენდეთ, გავიხსენოთ გრემის მფლობელი თინეიჯერის “Everybody Wants to Rule the World”:
მასალის გამოყენების პირობები