ზუგდიდში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებს სამედიცინო პროფილაქტიკური-გამოკვლევები უტარდებათ.
პროგრამა აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ "ენმედიცს" შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
გამოკვლევები 2 და 3 აგვისტოს ზუგდიდში, ,,მედიკი 2009"-ის შენობაში (კოსტავასქ.#38) ჩატარდება, სადაც 100-მდე ომის ვეტერანი უფასოდ სხვადასხვა ექოსკოპიურ და ლაბორატორიულ გამოკვლევას გაივლის. იძულებით გადაადგილებულ პირებს თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი და ოფთალმოლოგები მოემსახურებიან.
მემორანდუმის ფარგლებში, სამედიცინო–პროფილაქტიკური გამოკვლევები კლინიკია ,,ენმედიცი"-ს მიერ უკვე ჩაუტარდათ თბილისში მცხოვრებ მრავალშვილიან და ომში დაღუპულთა დედებს, აფხაზეთის ომის ვეტერანებს, ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, გურჯაანსა და ბორჯომში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას. ამჯერად ორდღიანი სამედიცინო აქცია ომის ვეტერანებისთვის ზუგდიდში დაიგეგმა. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს და კლინიკა ,,ენმედიცი"-ს ორგანიზებით, უფასო სამედიცინო-გამოკვლევებით, ეტაპობრივად, საქართველოს სხვა რეგიონში მცხოვრები დევნილებიც ისარგებლებენ.
მასალის გამოყენების პირობები