ზუგდიდში თხილის ქარხანა „არგონატსში“, სადაც სახანძრო სამსახური სრული შემადგენლობით იმყოფება, ხანძრის ძირითადი კერა ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად, რომელიც ორსართულიან ქარხანას დილის 10:30 საათზე გაუჩნდა დამწვარია შენობის მეორე სართული.
ქარხანაში გადარჩა ის ინვენტარი, რომლითაც თხილის ქარხანა რამდენიმე წლის წინ პროდუქციას აწარმოებდა. თხილის ქარხანა ზუგდიდში. აღჭურვილი იყო იტალიური კომპანია ,,ბრილინდის” უახლესი ტექნოლოგიებით და ხარისხის კონტროლის თანამედროვე ლაბორატორიით.
შეგახსენებთ, რომ თხილის ქარხანა “არგონათსი” ზუგდიდში 2006 წელს გაიხსნა. ქარხანამ დაახლოებით 1 წელი იმუშავა. შემდეგ კი ის დაიხურა და ქარხანაში დასაქმებული თანამშრომლებიც გაათავისუფლეს. თხილის ქარხანა ამ პერიოდისთვის პროდუქციას არ აწარმოებდა.
მასალის გამოყენების პირობები