სტუდია Universal Pictures-მა თავისი მაღალბიუჯეტიანი ფილმების -„ფიფქია და მონადირე“ და „მუმია“ გამოშვების თარიღები გამოაცხადა.
ფენტეზური სათავგადასავლო ფილმის „ფიფქია და მონადირე“ პრიკველი 2016 წლის 22 აპრილს გამოვა. სიუჟეტი ერიკისა და როვენას გარშემოა აგებული, მათი გზები ფიფქიას გამოჩენამდე გადაიკვეთა.
კრის ჰემსვორტი და შარლიზ ტერონი თავიანთ როლებს კვლავ დაუბრუნდებიან. ფრენკ დარაბონტი კი სურათის სცენარისტად და რეჟისორად დაინიშნა.
საშინელებათა ფილმის „მუმია“ ახალი ვერსია გაქირავებაში 2016 წლის 24 ივნისს გამოვა. რამდენიმე დღის წინ სტუდიამ გადაწყვიტა, რომ ალექს კურტცმანი დაიკავებს რეჟისორის სავარძელს. მისი ნამუშევრებიდან ყველაზე აღსანიშნავია „ტრანსფორმერები“ და „ვარსკვლავური გზა“. ფილმის სიუჟეტის შექმნით კი ჯონ სპეიტსი დაკავდება.
მასალის გამოყენების პირობები