კინოსტუდია 20th Century Fox-მა რიდლი სკოტის შემდეგი პროექტის – ფანტასტიკური ფილმის „The Martian“ პრემიერის თარიღი გადაიტანა.
როგორც ოფიციალურ პრეს-რელიზზე იტყობინებიან 2016 წლის 4 მარტის ნაცვლად, სურათს გაქირავებაში 2015 წლის 25 ნოემბერს გამოუშვებენ. რასთან დაკავშირებით შეიცვალა გაქირავების გრაფიკი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ „The Martian“ სცენარი ენდი უირის რომანზე იქნება დაფუძნებული. მისი სიუჟეტი ვითარდება ასტრონავტი მარკ უოტნის გარშემო. ქვიშის საშინელი ქარიშხლის დროს, ხომალდის ეკიპაჟი პლანეტიდან სასწრაფო ევაკუაციას იწყებს. მათ ჰგონიათ, რომ მარკი დაიღუპა. მათი წასვლის შემდეგ, ის მარსზე სრულიად მარტო დარჩება.
მთავარ გმირს დედამიწისთვის იმის შეტყობინების საშუალებაც კი არ აქვს, რომ გადარჩა. ასეც რომ არ იყოს, ყველა მისი მარაგი, მაინც, იმაზე ადრე ამოიწურება, ვიდრე მასთან სამაშველო ექსპედიცია ჩასვლას მოასწრებს.
სავარაუდოა, რომ სურათში მთავარ როლს მეთ დეიმონი შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები