მოსახლეობამ აქცია გამართა ანაკლიაში. ადგილობრივმა მოსახლეობამ და მუსიკალური ფესტივალი „კაზანტიპის“ მხარდამჭერებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ აჟიოტაჟის ატეხვა სრულიად უსაფუძვლოა.
დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი იყო და როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 14 აგვისტოს უფრო ფართომასშტაბიანი აქციით დახვდებიან სასულიერო პირებს, რომლებიც „კაზანტიპის“ წინააღმდეგ გამოსვლებს სწორედ ანაკლიაში გეგმავენ.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ ფესტივალის გამო ბანკიდან სესხები აქვთ აღებული, რათა მუსიკალური ფესტივალისთვის სასტუმროები მოეწყოთ. მოსახლეობა აცხადებს, რომ ფესტივალი აუცილებლად უნდა ჩატარდეს.
მასალის გამოყენების პირობები