ფოთის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.დილის 06:00-დან 10:00 საათამდე ფოთში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშოების ჩატარება იგეგმება.
აღნიშნულის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს, გამსახურდიას ქუჩას, გურიის ქუჩაზე მდებარე კომერციულ სტრუქტურებსა და კოლიმბარის დასახლებას.
დღესვე, 09:30-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშება გორგასლის, გაბუნიას, მიქაბერიძისა და თამარ მეფის ქუჩებს. ამავე პერიოდში ელექტროენერგია შეეზღუდება შევჩენკოსა და ილიას ქუჩების ნაწილსაც.
მასალის გამოყენების პირობები