ზუგდიდის რაიონის სოფლების - ინგირის, შამგონას და ზემო კახათის, საერთო ჯამში კი 1760 აბონენტის ენერგომომარაგება გაუმჯობესდა.
კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიამ" ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის მიერ 2 დღის განმავლობაში ფიდერზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმინარეობდა, რის შედეგედაც აღნიშნული 3 სოფლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესება მოხერხდა.
კომპანიის ცნობით, ზუგდიდის რაიონში პარალელურ რეჟიმში 0,4 კილოვოლტის ქსელზე სარეაბილიტაციო და ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლებში შამგონა, ორსანტია, ჩხორია (1267 აბონენტი) სამუშოები აქტიურ ფაზაშია, სარეაბილიტაციო სამუშოების დასრულების შემდგომ დაიწყება ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟი. სამუშაოები სოფელ შამგონასა და ჩხორიაში მიმდინარე თვეს ხოლო, სოფელ ორსანტიაში სეტემბერში დასრულდება.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ქსელის რეაბილიტაცია საგრძნობლად გამოასწორებს ელექტრომომარაგებას, მაგრამ ის მთლიანად ვერ გამორიცხვას უამინდობის და სხვა მიზეზის გამო გაწვეულ გათიშვებს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომპანია მომავალიშიც განაგრძობს ფიდერებისა და მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაციას.
ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ავარიული გათიშვების მინიმუმამდე დაყვანისა და აბონენტების უწყვეტი ელექტრომომარაგების მიზნით სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ფილიალში სარეაბილიტაციო სამუშოები ყველა მომსახურეობის ცენტრშია დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები