„სამეფო კარის თამაშების“ შემქმნელი ჯორჯ მარტინი საბავშვო წიგნს „ყინულის დრაკონი“ ახალი გაფორმებით გამოუშვებს. ის პირველად 1980 წელს გამოქვეყნდა. როგორც The Telegraph იტყობინება, მის გაფორმებას ესპანელი ხელოვანი ლუისიო როიო შექმნის. წიგნში როიოს რამდენიმე ორიგინალური სურათი იქნება.
ილუსტრაციის საბოლოო ვარიანტი ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებიათ, მაგრამ Tor Books-მა ესკიზების მთელი რიგი გამოუშვა. მათზე გამოსახულია ზამთრის პეიზაჟები, დრაკონები და დათოვლილი ნაძვები.
„ყინულის დრაკონი“ პირველად 1980 წელს გამოქვეყნდა , როგორც ანტოლოგიის პირველი ნაწილი. იოვანი გილბერტის გაფორმებით, ზღაპარი ცალკე წიგნად 2007 წელს გამოვიდა. „ყინულის დრაკონი“ ციკლისგან „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა „ არსებითად განსხვავდება. ნაწარმოებში მოთხრობილია ახალგაზრდა გოგონა ანდარაზე, რომელმაც ყინულის დრაკონთან დაახლოება მოახერხა.
დღეისთვის ჯორჯ მარტინის ეს წიგნი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 25 მილიონიანი ტირაჟითაა გამოცემული. მოცემულ მომენტში მწერალი მუშაობს ციკლის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ მეექვსე ნაწილზე, რომელსაც „ზამთრის ქარები“ ჰქვია.
მასალის გამოყენების პირობები