სამწუხაროდ, საჩუქრები ადრესატამდე ყოველთვის თავის დროზე არ მიდის. ასე რომ ლეონარდო დიკაპრიო ნელსონ მანდელასგან სამახსოვრო სურათს მისი გარდაცვალებიდან ექვსი თვის შემდეგ მიიღებს.
ლეონარდოსა და თავისუფლებისთვის მებრძოლი სახმრეთ ამერიკელის სურათი 2006 წელს არის გადაღებული, როცა დიკაპრიო სამხრეთ ამერიკაში ფილმის „სისხლიანი ალმასი“ გადაღებებზე იმყოფებოდა. ერთი წლის შემდეგ , მანდელამ მას ხელი მოაწერა და მსახიობისთვის „საუკეთესო სურვილებით“ ჩუქნა გადაწყვიტა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო სურათი ლეონარდოსთან ვერ მოხვდა. ერთი თვის წინ, ის აუქციონზე აღმოჩნდა და მასზე უფლება ჰერი ზიმეტმა მოიპოვა, რომელმაც დიდი ფულის გაკეთების ნაცვლად, მისი კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება გადაწყვიტა.
„მანდელას მისი დიკაპრიოსთვის გადაცემა სურდა, -განმარტა ზიმეტმა. – მაგრამ დიკაპრიომ ის ვერ მიიღო. მან მასთან ვერ მიაღწია. ასე ვიქცევი იმიტომ, რომ სწორია. ცხოვრებამ მასწავლა, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებ უკან გიბრუნდება“.
მასალის გამოყენების პირობები