ამერიკელი მსახიობი სანდრა ბალოკი ჟურნალ "ფორბსის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების რეიტინგის პირველ პოზიციაზე მოხვდა. უკანასკნელ წელში მსახიობმა 51 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. როგორც გამოცემა იტყობინება, ბალოკის შემოსავლის ძირითად წყაროს ფილმ "გრავიტაციის" მოგება შეადგენდა. ალფონსო კუარონის რეჟისურით გადაღებული ფილმი 2013 წლის შემოდგომაზე გამოვიდა და კინოგაქირავებაში 716 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ფილმში შესრულებული როლისთვის მსახიობი "ოსკარზეც" იყო ნომირირებული. რეიტინგის მეორე ადგილზე ჯენიფერ ლოურენსი იმყოფება 34 მილიონი დოლარით, მესამეზე კი ჯენიფერ ენისტონი 31 მილიონით. ათეულში ასევე მოხვდნენ გვინეტ პელტროუ (19 მლნ.), ანჯელინა ჯოლი (18 მლნ. ), სკარლეტ იოჰანსონი (17 მლნ.), ემი ადამსი და ნატალი პორტმანი (13-13 მლნ.) და კრისტენ სტიუარტი (12 მლნ.)
მასალის გამოყენების პირობები