გასულ კვირას რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი და დაშა ჟუკოვა შვილებთან აარონ ალექსანდრესთან და ლეისთან პორტოფინოში ისვენებდნენ, ახლა კი სან-ტროპეში გადაინაცვლეს. წყვილი საფრანგეთის სანაპიროს სილამაზით მეგობრებთან ერთად ტკბება.
მათთან ერთად სან-ტროპეში იმყოფებიან დერეკ ბლასბერგი, მომღერალი გვენ სტეფანი მეუღლესთან გავინ როსდეილთან და სამ შვილთან ერთად. ჰოლივუდური ოჯახი სან-ტროპემდე სარდინიის კუნძულებზე ისვენებდა.
გუშინ, ვარსკვლავური საზოგადოება რუსი ბიზნესმენის იახტით მოდურ კლუბ Le Club 55-ში გაემართა. გვენს შავი გრძელი კაბა ეცვა, მუქი სათვალე ეკეთა და ტრადიციულად, წითელი ტუჩსაცხი ესვა. 44 წლის მომღერალს თითქმის არ გაუშვია ხელიდან 6 თვის შვილი აპოლო, უფორსები კინგსტონი და ზუმა მამის ირგვლივ ტრიალებდნენ.
შეგახსენებთ, გვენს სტეფანი რუს ოლიგრქს 2009 წლიდან იცნობს. მან რომანისა და დაშას პირველი ბიჭის დაბადების პატივსაცემად კონცერტი გამართა.
მასალის გამოყენების პირობები