ამერიკელი ბიზნესმენის, ელონ მასკის კომპანია Space Exploration and Technologies-ი (SpaceX), ტეხასის შტატში, ქალაქ ბრაუნსვილთან ახლოს, მსოფლიოში პირველი კომერციული კოსმოდრომის აშენებას აპირებს.
ამის თაობაზე ტეხასის გუბერნატორმა რიკ პერიმ განაცხადა.
კომპანიის მიერ აშშ-ის ფედერალურ საავიაციო სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ კოსმოდრომის მოედნიდან წელიწადში კოსმოსში 12 რაკეტის გაშვება იგეგმება. კოსმოდრომიდან მოხდება ორბიტაზე თანამგზავრების და მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური აპარატების გაშვება, კერძო კლიენტების მიზნებისთვის. პროექტმა უკვე მიიღო ეკლოგიური სამსახურების შესაბამისი ნებართვები და ახლა კომპლექსის აშენებას აშშ-ის ფედერალური მთავრობის ნებართვა სჭირდება. შტატის ხელისუფლება და მოსახლეობა პროექტს მხარს უჭერს.
ტეხასის შტატი მზადაა პროექტისთვის Texas Enterprise Fund-დან $2.3 მლნ გამოყოს, პროექტის მხარდაჭერისთვის, რაც მის ეკონომიკას დაახლოებით $85 მლნ-ის კაპიტალდაბანდებას და 300 ახალ სამუშაო ადგილს მოუტანს. შტატი ასევე $13 მლნ-ს დახარჯავს ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის.
ელონ მასკი, SpaceX-ის გარდა დაკავშირებულია ასევე ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანია „თესლა მოტორსთან“ და ასევე ის წარმოადგენს PayPal-ის ერთ-ერთ შემქმნელს, რომელიც შემდგომში Ebay-ს მიჰყიდა.
მასალის გამოყენების პირობები