შესაძლოა, უკვე ახლო მომავალში თქვენთვის წარმოუდგენელი გახდეს ცხოვრება ჭკვიანი საათის გარეშე.
ჭკვიან საათში შეინახება ინფორმაცია თქვენი საბანკო ანგარიშების, სამგზავრო ბარათის შესახებ და საყვარელი თამაშიც კი.
შეტყობინებამ იმის შესახებ, რომ Apple ჭკვიანი საათის, iWatch-ის გამოშვებას გეგმავს, ბრენდის თაყვანისმცემლები გაახარა. ინვესტორები ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი კონკურენტ Pebble და Samsung Galaxy-ს ჭკვიან საათებს ზიანს მიაყენებს.
ჭკვიანი საათები ნაწილობრივ იმიტომაცაა მიმზიდველი, რომ მათთვის გამუდმებით იწერება სხვადასხვა აპლიკაციები - პირდაპირ მაჯაზე შეგიძლიათ "გადაფურცლოთ" კულინარიული წიგნი ან აწარმოოთ საქმიანი დიალოგი.
Pebble - ჭკვიანი საათების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარკაა და მისთვის უკვე დაიწერა 3000 აპლიკაცია. Samsung Galaxy-ს საათს უკვე ფლობს ნახევარი მილიონი მომხმარებელი და სპეციალური პროგრამები მათთვისაც იწერება. ჭკვიანი საათების ბაზარზე გამოჩენისკენ ისწრაფვის LG და Motorola.
ასეთი მოწყობილობები მწარმოებლებს ახალ ბაზრებსა და პლატფორმებს უხსნიან.
ახალ ტექნოლოგიებს მხოლოდ გასართობი პოტენციალი არ აქვს. მაგალითად სათვალე Google Glass-ს დუბაის პოლიცია ტესტავს, როგორც მომავალში ქუჩაში მოძრაობის მაკონტროლებელ საშუალებას.
წყარო : www.bbc.co.uk
მასალის გამოყენების პირობები