ქალაქ ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას ორი მოადგილე ჰყავს. ვიცე-მერი და მერის მოადგილე ზუგდიდის მერიაში გუშინ დაინიშნენ. ამის შესახებ ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იდა ქვარაიამ განაცხადა.
ზუგდიდის მერიაში ვიცე-მერის თანამდებობაზე “ქართული ოცნების” წევრი გიორგი გულორდავა დაინიშნა, ხოლო მერის მოადგილედ -ბანკ “კონსტანტას” ზუგდიდის განყოფილების მმართველი კობა ჯიქია.
ზუგდიდის ვიცე-მერი და მერის მოადგილე დღეიდან მუშაობას შეუდგნენ.
მასალის გამოყენების პირობები