ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ „ოქროს გლობუსი 2015“-ის საკვანძო თარიღები დააანონსა. როგორც ოფიციალურ პრეს-რელიზზე იტყობინებიან თავად ცერემონია 2015 წლის 11 იანვარს შედგება.
2014 წლის 31 ოქტომბრამდე ყველა დაინტერესებულმა სტუდიამ და ტელეარხმა პრეტენდენტების თავიანთი სია უნდა წარადგინონ. 2014 წლის 26 ნოემბრამდე ასოციაციის წევრებმა უნდა შეათანხმონ პრემიის ნომინანტთა სია, რომელიც 2014 წლის 11 დეკემბერს სადღესასწაულო ცერემონიაზე გამოცხადდება.
2015 წლის 7 იანვრისთვის ბიულეტენების, რომლებზეც გამარჯვებულთა სახელები და დასახელებები ეწერება, მიღება დასრულდება. სადღესასწაულო ცერემონიას კვლავ გაუძღვებიან მსახიობები თინა ფეი და ემი პოლერი.
მასალის გამოყენების პირობები