ზუგდიდის ცენტრალურ ხეივანში აქცია „ერთად დავამარცხოთ დიაბეტი“ გაიმართა.იქ მისულ ადამიანებს ენდოკრინოლოგისა და ჯანსაღი კვების სპეციალისტის უფასო კონსულტაციები ჩაუტარდათ.აქციაზე საგანმანათლებლო ბუკლეტები დარიგდა.
რადიო "ათინათთან" საუბარში "Welfare Foundation"-ის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სიმონ გაბრიჩიძემ აღნიშნა,რომ დღევანდელი აქციის მიზანი დიაბეტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. მისი განმარტებით, აქციის ფარგლებში მისულ პაციენტებს,რომლებსაც დიაბეტი დაუდგინდათ,ენდოკრინოლოგები პროფესიულ რჩევებს მიაწვდიან.
მასალის გამოყენების პირობები