კაზანტიპის ღონისძიებაზე დასწრებას 3500 მდე ქართველი გოგონა აპირებს. როგორც პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო სტურუამ განაცხადა, ამ დრომდე საიტზე ღონისძიებაზე დასასწრებად დაახლოებით 3500 ქართველი გოგო დარეგისტრირდა.
მისივე თქმით, კაზანტიპის ღონისძიებაზე დასასწრებად 10 ათასამდე უკრაინელმა გოგომ გაიარა რეგისტრაცია.
როგორც ცნობილია, კაზანტიპზე დასწრება გოგონებს უფასოდ შეუძლიათ. მათ საიტზე მხოლოდ რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
ზოგადად ღონისძიების ორგანიზატორები დაახლოებით 30 ათას სტუმარს ელოდებიან.
კაზანტიპი ანაკლიაში 20 დან 30 აგვისტომდე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები